ფინანსური კონსულტანტი

კომპანია: მერკური
  • თარიღები: 17 მაი - 17 ივნ
  • მდებარეობა:
  • "მერკური" წარმოადგენს ფინანსური საკონსულტაციო სერვისების კომპანიას, რომელიც კლიენტებს აწვდის მაღალკვალიფიციურ და მრავალფეროვან ფინანსურ საკონსულტაციო სერვისებს.

    "მერკური" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონსულტანტის პოზიციაზე.

    მოვალეობები:

    ** პარტნიორი კომპანიების ყოველდღიური მხარდაჭერა კომპლექსური და რიგითი ამოცანების გადაჭრაში;
    ** პარტნიორ კომპანიებში პროცესების შესწავლა და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება;
    ** მონაცემების მომზადება სხვადასხვა ERP, საოპერაციო და საბუღალტრო სისტემებიდან და საჭიროებისამებრ დამუშავება;
    ** ბიუჯეტისა და ფინანსური ანგარიშგების პაკეტის მომზადება პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებული ფორმატითა და პერიოდულობით;
    ** შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება და კოვენანტების კალკულაცია;
    ** პროცესების აღწერის, ბიზნეს გეგმისა და სხვა ფორმალური დოკუმენტების მომზადება პარტნიორი კომპანიებისათვის;
    ** ფინანსურ ინსტიტუტებთან, აუდიტორებთან და სხვა კონტრაგენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორი კომპანიების ინტერესების დასაცავად;
    ** სხვა დაკავშირებული ამოცანები.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
    ** აუდიტორად, ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
    ** ბუღალტერიისა და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
    ** ქართული ენისა და ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
    ** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) ცოდნა;
    ** ERP სისტემებთან და ბუღალტრულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება რეპორტინგის კუთხით;
    ** ACCA , СFA სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
    ** თვითმოტივირებული;
    ** დიდი სურათის აღქმის უნარი;
    ** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
    ** კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
    ** გუნდური მუშაობის უნარი.

    თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: nino.mamisashvili@mercury.com.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები