გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: გრევა გრუპი
  • თარიღები: 17 მაი - 17 ივნ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური და რუსული
  • შპს "გრევა გრუპი" საქართველოში მოქმედი პირველი სპეციალიზებული ევროპული სტანდარტების მქონე კომპანიაა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან საქართველოში პროდუქციის შემოტანას და პირიქით საქართველოდან უცხოეთში პროდუქციის გატანას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში წამყვან კომპანიებთან და ბრენდებითა, სავაჭრო პალატებთან და სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან ბიზნესის სფეროში.

    კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

    ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

    ** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა;
    ** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
    ** გაყიდვების გაუმჯობესება;
    ** კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება;
    ** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
    ** პოტენციურ კლიენტებთან გაყიდვების წარმოება.

    საჭირო მოთხოვნები და უნარები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** სქესი მამრობითი;
    ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
    ** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
    ** MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების გამოყენების უნარ-ჩვევები;
    ** სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა ან/და საკუთარი ავტომობილი.

    სამუშაო დრო: ორშაბათი შაბათი;
    ხელფასი: შეთანხმებით.

    დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@sanjhachulha.ge.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    16 სექტემბერი- 16 ოქტომბერი
    პოპულალური კომპანიები