მიმტანი

  • თარიღები: 17 მაი - 10 ივნ
  • მდებარეობა:
  • ენები: ინგლისური ან რუსული
  • "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია კვების ობიექტებით, იტალიური პიცერია და სტეიკჰაუსი "პომოდორისიმო", ქართული რესტორნები "ტაბლა სალონი" და "ტაბლა დუქანი". ასევე, ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით - "აი სი არ ქეითერინგი".

    "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯი" (ICR F&B) აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
    ** კომუნიკაბელური;
    ** ენერგიული;
    ** მოწესრიგებული;
    ** ორგანიზებული;
    ** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
    ** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
    ** შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ, ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
    ** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურება.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
    ** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
    ** კანდიდატები გაივლიან სერვისის სტანდარტების ტრენინგს.

    ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის" მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2021 წლის 10 ივნისისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიმტანი".

    მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    16 სექტემბერი- 16 ოქტომბერი
    პოპულალური კომპანიები