სერვისის მენეჯერი

  • თარიღები: 19 მაი - 19 ივნ
  • მდებარეობა:
  • სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

    "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

    სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი;
    განაკვეთი: სრული, ორშაბათი-ხუთშაბათი - 10:00-19:00 სთ. პარასკევი - 10:00-17:00 სთ.

    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

    ** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
    იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    ** კლიენტების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება-AML პროცესი;
    ** საოპერაციო განყოფილებასთან პოლისების შეკვეთის უზრუნველყოფა;
    ** ხელშეკრულების/პოლისების ადრესატებთან მიღება-ჩაბარების პროცესის მონიტორინგი;
    ** არსებული კლიენტების ყოველდღიური მოთხოვნების დაკმაყოფილება (პოლისის გაუქმება/ახალი აქტივის დამატება/ნომრის ცვლილება, უფლებამოსილი მძღოლის ჩამატება და ა.შ;
    ** რიგ შემთხვევებში დებიტორული დავალიანების მქონე კლიენტთან კომუნიკაცია (ინფორმირება, ინვოისის მიწოდება);
    ** განყოფილების უფროსის მიერ მიცემული გეგმის შესრულება;
    ** კლიენტების ბაზების შექმნა, დამუშავება და განვითარება;
    ** საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
    ** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
    ** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

    პიროვნული თვისებები:

    ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
    ** პრობლემის გადაჭრის უნარები;
    ** მიზანდასახულობა;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** შრომისმოყვარეობა;
    ** დროის მართვის უნარი;
    ** ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი

    ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.

    გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სერვისის მენეჯერი".

    სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

    თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

    გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
    ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

    სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    16 სექტემბერი- 16 ოქტომბერი
    პოპულალური კომპანიები