მაღაზიის მენეჯერი

კომპანია: SPAR Partner
  • თარიღები: 19 მაი - 19 ივნ
  • მდებარეობა:
  • საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

    "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

    "SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი
    სამუშაო გრაფიკი: სრული

    ძირითადი მოვალეობები:

    ** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა;
    ** პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
    ** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
    ** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
    ** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
    ** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
    ** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
    პერიოდული ანგარიშების წარმოება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
    ** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

    უნარები:

    ** მართვის და ორგანიზების უნარი;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
    ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** შედეგზე ორიენტირებულობა.

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე abuashviliirakli@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი".

    მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    16 სექტემბერი- 16 ოქტომბერი
    პოპულალური კომპანიები