ქალი ავტომექანიკოსი

მოძრაობა ცვლილებისთვის
  • თარიღები: 26 მარ - 28 მაი
  • მდებარეობა:
  • დასაქმების ფორმა: სრული
  • ენები: ინგლისური ან რუსული
  • სრული დაფინანსება ქალებისთვის მაღალანაზღაურებადი პროფესიის, ავტომექანიკოსობის შესასწავლად!


    გამომცხადებელი: მოძრაობა ცვლილებისთვის- MFC, Tegeta Motors-თან ერთად. 

    დაწყების თარიღი: 1 ივნისი 2021

    სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე

    ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

    ადგილების რაოდენობა: 3 თითეულზე

    ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC  იწყებს პროექტს "პროფესიას არ აქვს გენდერი“ ქართული ბაზრის ფლანგმან კომპანიასთან ერთად. 


    კონკურსის შედეგად სრულად დაფინანსდება 3 ქალის განათლება.

    კონკურსი ეხება 18-30 წლის საქართველოს მოქალაქე ქალებს, რომელთაც აქვთ მუშაობის მაღალი მოტივაცია. 


    ყველა მიმართულებით დასაქმების შედეგად თქვენ გელით: 

    • მაღალანაზღაურებადი სამსახური 

    • საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო; 

    • თანამედროვე ინვენტარით და ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემო;

    • უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები; 

    • საერთაშორისო სტაჟირება/ ტრენინგები(Tegeta Motors). 

     

    წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი და დასაქმდებიან კომპანიების სხვადასხვა ფილიალებში თბილისისა და რეგიონების მასშტაბით.


    ყველა წარმატებული კურსდამთავრებული დასაქმდება თეგეტაში. შეგახსენებთ, რომ თეგეტას აქვს ფილიალები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტში. 


    პროფესიული კურსით დაინტერესებული კანდიდატები, სრულყოფილი დოკუმენტების გამოგზავნის შემდეგ გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

    1. ტესტირება (ზოგადი უნარები და უცხო ენა)-Tegeta Motors

    2. გასაუბრება-სამივე შემთხვევაში 

    პარალელურად, MFC გთავაზობთ პიროვნული განვითარების სპეციალურ კურსს.

    ეს გახლავთ:

    1. ცნობიერების ამაღლება: გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება, ქალთა უფლებრივი ემანსიპაცია, დემოკრატიის საფუძვლები.

    2. სექსუალური და რეპროდუქციული  ჯანმრთელობა 

    3. საკომუნიკაციო უნარები (სურვილის მიხ.)

    4. ინგლისური (სურვილის მიხ.)




    მონაწილეობის მსურველებმა 28 მაისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები ქართულ ენაზე:

    •  CV-მაქსიმუმ, 1 გვერდი, საცხოვრებელი ადგილის მითითებით (მისამართის  გარეშე)

    • სამოტივაციო წერილი, მაქსიმუმ 1 გვერდი,  სადაც ნათლად უნდა იმსჯელოთ შემდეგ საკითხებზე:


    • პროფესიის არჩევის მოტივაცია 

    • როგორ წარმოგიდგენიათ მუშაობა იმ სფეროში, სადაც ტრადიციულად ქალები არ საქმდებიან 

    • რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

    საბუთები გამოაგზავნეთ მისამართზე pwg.movementforchange@gmail.com 

     მეილის სათაურში (subject) აუცილებლად ჩაწერეთ „ავტომექანიკოსი“ 


    შედეგები ყველას გეცნობებათ პირადად, მეილით ან ტელეფონით. გამარჯვებულები უნდა გამოვლინდნენ არაუგვიანეს 31 მაისისა.

     

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში გამარჯვებულებთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც ყველა მხარის მიერ სწავლების მთელი პროცესისადმი მაღალ პასუხისმგებლობას ადასტურებს. თუ პროექტის მონაწილე პირველივე თვეში ვერ შეძლებს სრულ ჩართულობას, მოიხსნება პროცესიდან და MFC სხვა კონკურსებშიც ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.

    პარტრნიორი კომპანიები: https://www.tegetamotors.ge 



    უფრო დეტალურად ყველა მიმართულების განაცხადი იხილეთ MFC გვერდზე:  https://www.facebook.com/movementchange


    პროექტი "პროფესიას არ აქვს გენდერი“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.


    რეკლამა
    სხვა განცხადებები
    პოპულალური კომპანიები