ქოლ-ცენტრის ოპერატორი

კომპანია: კლინიკა მედი
  • თარიღები: 29 სექ - 29 ოქტ
  • მდებარეობა:
  • დასაქმების ფორმა: 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი
  • ენები: რუსული ან ინგლისური
  • საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

    ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებელობის მქონე, ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარდნენ ჯანმრთელობისა და სილამაზის ინდუსტრიაში.

    სამუშაო განაკვეთი: 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი
    ანაზღაურება: 700-750 ლარი

    მოვალეობები:

    ** შემოსულ ზარებზე პასუხი და პაციენტისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (მომსახურების, ფასების, პირობების და ა.შ.) შესახებ;
    ** სატელეფონო კონსულტაციის გაწევა პაციენტებისთვის, მათი მოზიდვა და შესაბამის პროცედურაზე ჩაწერა.
    ** საიტზე შემოსულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
    ** სათანადო მონაცემთა ბაზის შექმნა პაციენტთა შიდა რეგისტრაციის პროგრამაში.
    ** საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება პაციენტებთან.

    ჩვენი მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
    ** გამართული მეტყველება, კომუნიკაციის უნარი.
    ** სასიამოვნო ხმის ტემბრი.
    ** ჩვენს კომპანიაში მუშაობისა და განვითარების სურვილი;
    ** სასურველია რუსული და ინგლისური ენებიც ცოდნა.
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)

    ჩვენთან დასაქმებული მიიღებს:

    ** შრომით ხელშეკრულებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, სოციალური გარანტიებით.
    ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, (გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს)
    ** სტაბილურ ხელფასს შეფერხებების გარეშე;
    ** სტაჟირებას.
    ** პროფესიული და მატერიალური ზრდის შესაძლებლობას.
    ** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.

    გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე hr@medi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

    გისურვებთ წარმატებას!

    პოპულალური კომპანიები